1.1 შესყიდვის ობიექტის დასახელება
ქალაქ თბილისში ნაძალადევის რაიონის ტერიტორიაზე არსებული სსიპ - №138-ე საჯარო სკოლისთვის, ინტეგრირებული პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში, ფოტოხელოვნების ოთახის მოსაწყობად განკუთვნილი ავეჯის შესყიდვა.
1.2 საქონლის ტექნიკური პარამეტრები/მომსახურების/სამუშაოს აღწერა (ტექნიკური დავალება), შესყიდვის ობიექტის რაოდენობა/მოცულობა
1.2.1. შესასყიდ ობიექტებს წარმოადგენს: კარადა (თაროებიანი, ჩამკეტით): - 3 ცალი გარე ზომები სიგანეXსიღრმეXსიმაღლე (სმ) 100X60X200 სმ. ხისფერი ლამინირებული დსპ; ორკარიანი; 5 თაროთი, ნელი დახურვის მექანიზმებით. ღია კარადა თაროებიანი: - 3 ცალი გარე ზომები სიგანეXსიღრმეXსიმაღლე (სმ) 100X60X200 სმ. ხისფერი ლამინირებული დსპ; 5 თაროთი. მაგიდა: - 1 ცალი "სამუშაო მაგიდა 1200X600X750 მაგიდა უნდა დამზადდეს 18 მმ.-იანი ლამინირებული დსპ-სგან, საერთო ზომები: სიგრძე: 1200 მმ; სიგანე: 600 მმ; სიმაღლე: 750 მმ. მაგიდის ქვედა ფასადის ზურგი/მაგიდის შუბლი/მაგიდის ქვედა გამყოფი ტიხარი: 500 მმ. მაგიდის ზედაპირის გასქელება: 36 მმ.-იანი მაგიდის ზედაპირის გასქელების სიგანე: არანაკლებ 3 სმ. მაგიდის ზედაპირის წიბო: 2 მმ.-იანი პლასტიკით დაფარული იატაკის საფარის დაზიანების თავიდან ასაცილებლად, მაგიდის ფეხებს უნდა გააჩნდეთ დამცავი სამაგრები, ე. წ. „ფეხის ქოშები“ ფერი - ღია ხის ფერი ან სპილოსძვლისფერი, შემსყიდველი ორგანიზაციის მოთხოვნის შესაბამისად." მაგიდა საკონფერენციო: - 2 ცალი მასალა ზედაპირი ლამინირებული დსპ 36 მმ. მაგიდას აქვს შავად შეღებილი 6 სმ. სიმაღლის მეტალის კარკასი, რომელიც აკავშირებს ოთხ შავად შეღებილ მეტალის ფეხს, წახნაგოვანი დახრილი ფორმის. მაგიდის ზომა: სიგრძე-220 სმ, სიგანე-120 სმ. სიმაღლე-75 სმ; ესკიზის შესაბამისი. აღნიშნულ საკონფრენციო მაგიდას აქვს 2 ცალი კაბელსატარი. მაგიდა პროფესიული მასწავლებლის სამუშაო ადგილი: - 2 ცალი მასალა ზედაპირი ლამინირებული დსპ ღია ნაცრისფერი 18 მმ. მაგიდას აქვს შავად შეღებილი 4 სმ სიმაღლის მეტალის კარკასი, რომელიც აკავშირებს ოთხ შავად შეღებილ მეტალის ფეხს, წახნაგოვანი დახრილი ფორმის. მაგიდის ზომა: სიგრძე-140 სმ, სიგანე-70 სმ. სიმაღლე-75 სმ; მაგიდას აქვს გორგოლაჭებიანი ტუმბო. ტუმბო დამზადებული 18 მმ-იანი ლამინირებული ღია ნაცრისფერი დსპ-ით წიბო პვს. საერთო ზომა 40X45X65 სმ. სამი უჯრით. 1 ც საკეტით. მეტალის სახელურებით. 4 სილიკონის გორგოლაჭით. მაგიდას უნდა ჰქონდეს კომპიუტერის კაბელსტარარი ფერი შემსყიდველთან შეთანხმებით. მაგიდა პროფესიული სტუდენტის საკლასო სამუშაო ადგილი: - 10 ცალი მაგიდის ფეხები დამზადებული მეტალის პროფილისაგან. შეღებილი მუქი ნაცრისფერი საღებავით. ფეხებს იატაკთან შეხების ადგილზე აქვს პლასტმასის რეგულირებადი დამცავები. ზედაპირი ლამინირებული 18 მმ.-იანი დსპ. წიბო პვს 1 მმ. მაგიდას აქვს გამყოფი ბარიერი სისქ 18 მმ. სიგრძე 80 სმ, სიმაღლე 40 სმ. მაგიდებს უნდა ჰქონდეს კომპიუტერის კაბელსატარი საერთო ზომა: 115X100XH115 სმ. ფერი ღია ნაცრისფერი მუქი ნაცრისფერი ტიხრით ასევე მაგიდას აქვს გორგოლაჭებიანი პროცესორის 2 ცალი შავი ფერის სადგამი. მაგიდა სპეციალური სასაგნე ფოტოგადაღებისთვის: - 1 ცალი სპეციალური სასაგნე მაგიდა ფოტოგადაღებისთვის – კონსტრუქცია (ასაწყობი); ჩარჩო: ალუმინის შენადნობი; მაგიდის მასალა: ორგანული გაუმჭვირვალე მინა არაარეკვლადი ზედაპირით; მაგიდის ზომა: არანაკლებ 40X100 სმ. სკამი პროფესიული სტუდენტის/მასწავლებლის საკლასო სამუშაო ადგილი სავარძელი: - 21 ცალი ორთოპედიული სავარძელის ბაზა; დამზადებული 30X15X2 მმ. ქრომირებული მეტალის პროფილისაგან. ფიქსირებული П მაგვარი ფეხით. საზურგე; ორთოპედიული ფორმის. ზურგი დამზადებულია პოლიპროპილენისგან, რომელზეც გადაკრული 100% -ანი პოლიესტერის ბადისებრი ქსოვილი. დასაჯდომი; დამზადებულია პოლიურეთანის ქაფისგან. რომელზეც გადაკრულია 100%-ანი პოლიესტერის ქსოვილი. სახელურები; დამზადებული პოლიპროპილენისგან. საერთო ზომა: სიმაღლე 970 მმ. სიგანე 570 მმ, სიღრმე; 500 მმ. ფერი ნაცრისფერი. შემსყიდველთან შეთანხმებით. დიზაინი და ფორმა სურათების მსგავსად. სკამი სავარძელი; სავარძელის ბაზა: - 21 ცალი დამზადებულია ქრომირებული ან შავად შეღებილი მეტალის პროფილისაგან.დასაჯდომი და ზურგი დამზადებულია პოლიურეთანის ქაფისგან. რომელზეც გადაკრულია ბეჟი ან თეთრი ფერის ხელოვნური ტყავი საერთო ზომა: სიმაღლე 910 მმ. სიგანე 540 მმ, სიღრმე; 450 მმ. 1.2.2. შესყიდვის ობიექტის ტრანსპორტირებას და მონტაჟს/განთავსებას უზრუნველყოფს მიმწოდებელი. შესყიდვის ობიექტის მონტაჟთან/განთავსებასთან დაკავშირებული ყველა საჭირო აქსესუარით, ინვენტარითა და სხვა საშუალებებით უზრუნველყოფა უნდა განახორციელოს მიმწოდებელმა. შენიშვნა: თუ ტექნიკურ მახასიათებლებში მითითებულია კონკრეტული (ფიქსირებული) ზომა, დასაშვებია ცდომილება ±5 სმ. ხოლო იმ პოზიციებზე, სადაც მითითებულია „არაუმეტეს“ ან „არანაკლებ“, შესაბამისი ზღვრული მოთხოვნა უცვლელად უნდა იყოს დაცული.
1.3 ფასების ცხრილი/ხარჯთაღრიცხვა
1.4 საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის/სამუშაოს შესრულების ვადა
1.4.1. მიმწოდებელი ვალდებულია საქონლის მიწოდება განახორციელოს, ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუგვიანეს 30 (ოცდაათი) კალენდარულ დღეში.
1.5 საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის/სამუშაოს შესრულების ფორმა და ადგილი
საქონლის მიწოდება უნდა განხორციელდეს: ქ. თბილისი, 138-ე საჯარო სკოლა, თემქა, Xბ კვ.
1.7.1 მოთხოვნა საგარანტიო ვადის შესახებ
1.7.1.1 შემოთავაზებული საქონელი უნდა იყოს ახალი და დეფექტების გარეშე. 1.7.1.2 შესყიდვის ობიექტის საგარანტიო ვადა შეადგენს მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან 1 (ერთი) წელს. 1.7.1.3 საგარანტიო ვადაში (გარდა ვანდალიზმის ფაქტისა) შესყიდვის ობიექტის მიერ გამოვლენილი წუნის/ხარვეზის/დეფექტის შემთხვევაში, მიმწოდებელი ვალდებულია შემსყიდველის დავალებიდან არაუგვიანეს 10 (ათი) კალენდარული დღის ვადაში შეაკეთოს ან შეცვალოს ახლით წუნის/ხარვეზის/დეფექტის მქონე საქონელი. 1.7.1.4 წუნის/ხარვეზის/დეფექტის აღმოჩენის გამო საქონლის შეკეთების ან შეცვლის საჭიროების შემთხვევაში საქონლის ტრანსპორტირება უნდა უზრუნველყოს მიმწოდებელმა.
2.1.1 მოთხოვნა შესყიდვის ობიექტის სასაქონლო ნიშანთან, პატენტთან, მოდელთან, წარმოშობის წყაროსთან ან/და მწარმოებელთან დაკავშირებით
2.1.1.1 პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი უნდა იქნას ინფორმაცია წარმოების ქვეყნისა და მწარმოებლის შესახებ, დანართი N1-ფასების ცხრილის შესაბამისად. (დანართი N1 - ფასების ცხრილის PDF ფორმატში წარმოდგენის შემთხვევაში იგი დამოწმებული უნდა იყოს კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერით ან/და კვალიფიციური ელექტრონული შტამპით). 2.1.1.2. იმ შემთხვევაში, თუ სატენდერო წინადადებით წარმოდგენილ დანართი N1-ში არ იქნება მითითებული შემოთავაზებული ავეჯის წარმოების ქვეყნისა და მწარმოებლის შესახებ ინფორმაცია, პრეტენდენტი დაექვემდებარება დისკვალიფიკაციას. წარმოების ქვეყნისა და მწარმოებლის შესახებ ინფორმაცია არ ექვემდებარება ცვლილებას და უნდა იყოს საბოლოო, წინააღმდეგ შემთხვევაში პრეტენდენტი ასევე დაექვემდებარება დისკვალიფიკაციას.
2.2.1 მოთხოვნა პრეტენდენტის გამოცდილების შესახებ
2.2.1.1. პრეტენდენტს 2023 წლის 1 იანვრიდან ტენდერის გამოცხადებამდე უნდა გააჩნდეს არანაკლებ შესყიდვის სავარაუდო ღირებულების 150%-ის ოდენობით ანალოგიური (ავეჯის მიწოდების) მომსახურების გამოცდილება. პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს ინფორმაცია გამოცდილების შესახებ, რომელშიც მითითებული იქნება მინიმუმ შემდეგი სახის ინფორმაცია: მომსახურების დასახელება, შემსყიდველის დასახელება, ხელშეკრულების გაფორმების თარიღი, სახელშეკრულებო ღირებულება, ფაქტიურად შესრულებული მომსახურების ღირებულება და განცხადების ნომერი (SPA, NAT, CMR…). 2.2.1.2. იმ შემთხვევაში, თუ გამოცდილების შესახებ ინფორმაციაში მითითებული მომსახურების შესყიდვა არ განხორციელებულა სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემის გამოყენებით ან სისტემაში არ არის/არასრულყოფილად არის შესრულების შესახებ ინფორმაცია წარმოდგენილი, პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს მხარეთა მიერ ხელმოწერილი ხელშეკრულებები, ამ მომსახურების შესრულების დამადასტურებელი მიღება-ჩაბარების აქტები და შესაბამისი ანგარიშფაქტურები ან/და გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი. დოკუმენტაცია უნდა აიტვირთოს სატენდერო წინადადებასთან ერთად.
2.9 სხვა დამატებითი მოთხოვნები
4.1.1 მოთხოვნა ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ის შესახებ
იმ შემთხვევაში, თუ ტენდერში პრეტენდენტის მიერ დაფიქსირებული საბოლოო ფასი 20%-ით ან მეტით დაბალია შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულებაზე, პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთება. ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთება უნდა მოხდეს სსიპ ,,აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანო აკრედიტაციის ცენტრი’’-ს მიერ აკრედიტებული ორგანიზაციის (პირი) დასკვნის საფუძველზე (დასკვნასთან ერთად ერთიან ელექტრონულ სისტემაში წარმოდგენილი უნდა იყოს აკრედიტაციის დამადასტურებელი დოკუმენტი), ან სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნით, ან აუდიტის დასკვნით (დასკვნას თან უნდა ახლდეს „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული საექსპერტო ან/და აუდიტორული საქმიანობის განხორციელების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი). ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დამადასტურებელი დოკუმენტით უნდა დასტურდებოდეს (ტექსტობრივად მკაფიოდ უნდა იკითხებოდეს) ტენდერში პრეტენდენტის მიერ ატვირთულ საბოლოო ფასების ცხრილში (შესაბამისი ტენდერის უნიკალური ნომრის მითითებით) დაფიქსირებული ერთეული ფასით და აგრეთვე ჯამური ღირებულებით წინამდებარე ტენდერით განსაზღვრული საქონლის მიწოდების შესაძლებლობა.
4.1.2 ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ის წარმოდგენის ვადა
მოთხოვნიდან 3 სამუშაო დღის ვადაში
7.2 ეტაპობრივი ან/და საბოლოო ანგარიშსწორების განხორციელების პირობები
ანგარიშსწორება მოხდება 2026 წლის მიზნობრივი ბიუჯეტის სახსრებით, უნაღდო ანგარიშსწორებით ლარში.
7.3 ეტაპობრივი ან/და საბოლოო ანგარიშსწორების განხორციელების ვადები
ანგარიშსწორება მოხდება მიღება–ჩაბარების აქტის გაფორმებიდან 10 (ათი) სამუშაო დღის ვადაში.
8.1 ხელშეკრულების პროექტი
9.1 სატენდერო კომისიის აპარატის საკონტაქტო წევრის ვინაობა და მონაცემები
მარი გლოველი, 551344141, m.gloveli@tbilisi.gov.ge
10.1 დამატებითი ინფორმაცია/დოკუმენტები
იმ შემთხვევაში თუ სატენდერო დოკუმენტაციაში ან/და პროექტში ან/და ხარჯთაღრიცხვაში შესყიდვის ობიექტის ტექნიკური და ხარისხობრივი მაჩვენებლების აღწერისას გამოყენებული იქნება ქვეყანა ან/და სასაქონლო ნიშანი ან/და მოდელი ან/და პატენტი ან/და მწარმოებელი ასეთ შემთხვევაში აღნიშნული ტერმინები გამოყენებული არის „მსგავსისა“ და „ექვივალენტურის“ მნიშვნელობით გამოყენებულია მხოლოდ მოთხოვნილი ხარისხის განსაზღვრისთვის და პრეტენდენტი ვალდებულია გამოიყენოს შესაბამისი ხარისხის/სპეციფიკაციის მქონე საქონელი/მასალა.
11.1 სატენდერო პირობების დამტკიცების შესახებ სატენდერო კომისიის სხდომის ოქმი