1.1 შესყიდვის ობიექტის დასახელება
საავტომობილო ციმციმა ხმამაღლამოლაპარაკით (მონტაჟით)
1.2 საქონლის ტექნიკური პარამეტრები/მომსახურების/სამუშაოს აღწერა (ტექნიკური დავალება), შესყიდვის ობიექტის რაოდენობა/მოცულობა
სავალდებულო პირობები მოწყობილობების სამონტაჟო სამუშაოებისათვის: ა) სადენების გადაბმა უნდა განხორციელდეს შესაბამისი უსაფრთხოების სტანდარტების დაცვით, სპეციალური საშუალებებით, ისე რომ არ იწვევდეს სადენების გადახურებას/ლღობას. სადენების გადაბმისას გამოყენებული უნდა იქნას თერმოკუმშვადი მილები; ბ) მოწყობილობებისთვის კვება მიწოდებული უნდა იქნეს უშუალოდ ავტომობილის აკუმულატორიდან სპეციალური დამცველი ბუდით და კაბელის დაბოლოებით (ბუნიკებით); გ) მოწყობილობების ცენტრალური კვებისთვის გამოყენებულ უნდა იქნას არანაკლებ 2,5 მმ² კვეთის სადენები; დ) ციმციმების მართვის ბლოკი დამონტაჟებულ უნდა იქნეს ავტომობილის ძარაში იმგვარად რომ მინიმუმამდე იქნეს დაყვანილი მასში წყლის შეღწევის შესაძლებლობა; ე) ხმამაღლამოლაპარაკე უნდა დამონტაჟდეს ავტომობილის მყარ კონსტრუქციულ ნაწილზე არანაკლებ ორი სამაგრი წერტილით; ვ) მოწყობილობების სამონტაჟო სამუშაოების განხორციელებისას, მიმწოდებლის ბრალეულობით ავტოსატრანსპორტო საშუალების დაზიანების შემთხვევაში, მიყენებული ზიანის აღმოფხვრის ხარჯების სრულად ანაზღაურება ეკისრება მიმწოდებელს; ზ) შემოთავაზებული საქონელი უნდა იყოს ახალი და არ უნდა იყოს ექსპულატაციაში ნამყოფი. მიბმული ფაილის სახით იხ. ტექნიკური დავალება და სურათები.
1.3 ფასების ცხრილი/ხარჯთაღრიცხვა
1.4 საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის/სამუშაოს შესრულების ვადა
- მიწოდების ვადა: ხელშეკრულების ძალაში შესვლის დღიდან 20 სამუშაო დღის განმავლობაში; - მონტაჟის ვადა: საქონლის მონტაჟი უნდა განხორციელდეს მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების დღიდან 12 თვის განმავლობაში, შემსყიდველის მოთხოვნიდან 2 სამუშაო დღის განმავლობაში; - შეტყობინება შესაძლებელია განხროციელდეს როგორც წერილობითი, ისე სატელეფონო ზარის ან ელექტრონული ფოსტის საშულებით ერთიან ელექტრონულ სისტემაში მიმწოდებლის პროფილში მითითებულ ელექტრონულ ფოსტაზე, ან მიმწოდებლის მიერვე შემსყიდველისთვის მითითებულ სხვა ელექტრონულ ფოსტაზე. შეტყობინება ასევე შესაძლებელია განხორციელდეს მხარეთა მიერ შეთანხმებული სხვა ნებისმიერი ფორმით.
1.5 საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის/სამუშაოს შესრულების ფორმა და ადგილი
მიწოდების ადგილი: გორი, სუხიშვილის ქ. N2 - შსს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის საწყობი; მონტაჟის ადგილი: გორი, შსს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის ადმინისტრაციული შენობის მიმდებარე ტერიტორია (გორი, სუხიშვილის ქ. N2. ან კომპანიის სერვის ცენტრი (მოთხოვნის შესაბამისად).
1.7.1 მოთხოვნა საგარანტიო ვადის შესახებ
- შემოთავაზებული საქონლის საგარანტიო ვადის ათვლა იწყება მონტაჟის თარიღიდან და მიუხედავად ხელშეკრულების მოქმედების ვადისა შეადგენს არანაკლებ 12 თვეს; - საგარანტიო პირობები: საგარანტიო პერიოდში გამოვლენილი დეფექტის აღმოფხვრა უნდა განხორციელდეს შეკეთების ან ახლით შეცვლის პირობით; - დეფექტის აღმოფხვრის ოპერატიულობა: შეკეთების შემთხვევაში, შემსყიდველის მხრიდან შეტყობინების მიღებიდან 5 (ხუთი) სამუშაო დღის განმავლობაში ხოლო შეცვლის შემთხვევაში, შემსყიდველის მხრიდან შეტყობინების მიღებიდან 20 (ოცი) კალენდარული დღის განმავლობაში. - შეტყობინება შესაძლებელია განხროციელდეს როგორც წერილობითი, ისე სატელეფონო ზარის ან ელექტრონული ფოსტის საშულებით ერთიან ელექტრონულ სისტემაში მიმწოდებლის პროფილში მითითებულ ელექტრონულ ფოსტაზე, ან მიმწოდებლის მიერვე შემსყიდველისთვის მითითებულ სხვა ელექტრონულ ფოსტაზე. შეტყობინება ასევე შესაძლებელია განხორციელდეს მხარეთა მიერ შეთანხმებული სხვა ნებისმიერი ფორმით. -გარანტიის პერიოდში ციმციმაზე მომსახურების გაწევა უნდა მოხდეს გორი, სუხიშვილის ქ. N2-ში ან კომპანიის სერვის ცენტრი (მოთხოვნის შესაბამისად).
2.1.1 მოთხოვნა შესყიდვის ობიექტის სასაქონლო ნიშანთან, პატენტთან, მოდელთან, წარმოშობის წყაროსთან ან/და მწარმოებელთან დაკავშირებით
2.1.1.1. პრეტენდენტი ვალდებულია 1.3. პუნქტით გათვალისწინებული ფასების ცხრილის მე-4 გრაფაში მიუთითოს ინფორმაცია შემოთავაზებული საქონლის წარმოშობის ქვეყნის, მწარმოებლის (ან ბრენდის) და მოდელი/დასახელება შესახებ. 2.1.1.2. პრეტენდენტის მიერ 2.1.1.1 პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის წარმოუდგენლობა დაზუსტებას არ ექვემდებარება და გამოიწვევს მის დისკვალიფაკაციას.
2.7.1 მოთხოვნა ლიცენზიასთან, აკრედიტაციასთან, სტანდარტებთან, ხარისხის შესაბამისობასთან და სხვ. დოკუმენტების შესახებ
- პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი უნდა იქნას შემოთავაზებული საქონლის მწარმოებილის მიერ გაცემული ინფორმაცია/დოკუმენტი ან/და ვებ-ბმული მწარმოებლის ოფიციალური ვებ-გვერდიდან, ან კატალოგიდან რომელიც დაადასტურებს შემოთავაზებული საქონლის შესაბამისობას სატენდერო დოკუმენტაციით განსაზღვრულ მოთხოვნებთან, ან აღნიშნული ინფორმაცია ქარხნულად უნდა იქნას დატანილი შემოთავაზებულ საქონელზე ან/და მითითებული უნდა იყოს ეტიკეტზე და პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს აღნიშნულის დამადასტურებელი დოკუმენტი (მაგ. ფოტო სურათები). - უცხოენოვანი დოკუმენტ(ებ)ის წარმოდგენის შემთხვევაში, მას უნდა დაერთოს საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად დამოწმებული თარგმანი ქართულ ენაზე.
2.9 სხვა დამატებითი მოთხოვნები
1. შემოთავაზებული საქონლის ფასი უნდა შეიცავდეს მიმწოდებლის ყველა ხარჯს, მათ შორის ტრანსპორტირების, ასევე მონტაჟის ხარჯსა და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ყველა გადასახადს. 2. შემოთავაზებული საქონლის საერთო და ერთეულის ფასების წარმოდგენა დასაშვებია მხოლოდ ლარში. 3. თუ ელექტრონული ვაჭრობის შედეგად ერთიან ელექტრონულ სისტემაში დაფიქსირებული საბოლოო ფასიდან გამომდინარე ერთეულის ღირებულებები დაჯდება მრავალნიშნა ათწილადი, პრეტენდენტი ვალდებულია ღირებულება შეამციროს და დაამრგვალოს მეასედებამდე, შესაბამისად შეამციროს საერთო ღირებულებაც. 4. პრეტენდენტის მიერ შემოთავაზებული საქონლის კონკრეტული დასახელება, საქონლის ტექნიკური მახასიათებლები, მწარმოებელი ქვეყანა, მწარმოებელი (ან ბრენდი) და მოდელი/დასახელება, ერთეულის ფასი და საერთო ფასი, ინფორმაცია შემოთავაზებული საქონლის მიწოდების ვადებისა და პირობების შესახებ, ასევე ინფორმაცია შემოთავაზებული საქონლის საგარანტიო ვადის შესახებ მითითებულ უნდა იქნეს სატენდერო პირობების 1.3 პუნქტით გათვალისწინებულ დანართ №1-ში ამავე დანართით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად (დანართი №1 ატვირთულ უნდა იქნეს ერთიან ელექტრონულ სისტემაში). 5. „ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების საფუძველზე პრეტენდენტები ვალდებულები არიან სახელმწიფო შესყიდვებში ერთიან ელექტრონულ სისტემაში ასატვირთ ელექტრონულ დოკუმენტებზე (გარდა სატენდერო დოკუმენტაციის 2.7.1 და 4.1.1 პუნქტებით მოთხოვნილი დოკუმენტ(ებ)ისა) შეასრულონ კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერა ან/და ეს დოკუმენტები დაამოწმონ კვალიფიციური ელექტრონული შტამპით (იხ. ინსტრუქცია შემდეგ ბმულზე: (http://procurement.gov.ge/getattachment/News/news-(50)/eSignature_25-Dec-18.pdf.aspx). თუ აღნიშნული ვალდებულება დროებით/მუდმივად შეჩერებულ/გაუქმებულ იქნა სხვა ნორმატიული აქტით, პრეტენდენტი თავისუფლდება მოცემული პირობისგან. ასეთ შემთხვევაში დოკუმენტზე შესრულებულ უნდა იქნეს ხელმძღვანელის ან სხვა უფლებამოსილი პირის მიერ სველი ხელმოწერა (ერთიან ელექტრონულ სისტემაში უფლებამოსილი პირის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტების ატვირთვის შემთხვევაში, ასევე ატვირთულ უნდა იქნეს მისი უფლებამოსილების დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტ(ებ)ი). 6. შემსყიდველის მიერ მოთხოვნილი ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია პრეტენდენტის მიერ ატვირთულ უნდა იქნეს ერთიან ელექტრონულ სისტემაში; დოკუმენტის უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში, მას უნდა დაერთოს საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად დამოწმებული თარგმანი ქართულ ენაზე. 7. პრეტენდენტის მიერ ერთიან ელექტრონულ სისტემაში ატვირთული ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია ხელმოწერილი უნდა იყოს ხელმძღვანელის ან უფლებამოსილი პირის მიერ (ერთიან ელექტრონულ სისტემაში უფლებამოსილი პირის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტების ატვირთვის შემთხვევაში ასევე ატვირთულ უნდა იქნეს მისი უფლებამოსილების დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტ(ებ)ი). 8. შემსყიდველის მოთხოვნის შემთხვევაში, მოთხოვნის შესაბამისად პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს იმ მოთხოვნილი დოკუმენტების დედანი ან/და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად დამოწმებული ასლ(ებ)ი, რომელიც იყო ატვირთული ერთიან ელექტრონულ სისტემაში; 9. პრეტენდენტს არ აქვს უფლება წარმოადგინოს ალტერნატიული წინადადება.
4.1.1 მოთხოვნა ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ის შესახებ
4.1.1.1 იმ შემთხვევაში, თუ ტენდერში ყველაზე დაბალი ფასის წინადადების მქონე პრეტენდენტის მიერ სისტემაში დაფიქსირებული საბოლოო ფასი 20%-ით ან მეტით დაბალია შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულებაზე, შემსყიდველი ორგანიზაცია პრეტენდენტისაგან ითხოვს ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთებას, რაზეც პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი უნდა იქნას ექსპერტიზის ან/და აუდიტის მიერ გაცემული შესაბამისი დასკვნა (დასკვნასთან ერთად წარმოდგენილ უნდა იქნას დასკვნის გამცემი პირის უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ის ასლი), რომელშიც უნდა დასტურდებოდეს (ტექსტობრივად მკაფიოდ უნდა იკვეთებოდეს) ტენდერში პრეტენდენტის მიერ ატვირთულ საბოლოო ფასების ცხრილში (შესაბამისი ტენდერის უნიკალური ნომრის მითითებით) დაფიქსირებული ერთეულის ფასებით და აგრეთვე ჯამური ღირებულებით ამავე ფასების ცხრილით განსაზღვრული საქონლის მიწოდების შესაძლებლობა. 4.1.1.2 დასკვნის წარმოუდგენლობა ან/და უარყოფითი დასვნის წარმოდგენა გამოიწვევს შესაბამისი პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას. ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთებაზე ვრცელდება სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის N12 ბრძანების მე-18 მულის მე-6, მე-7 პუნქტებისა და 28-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-3, მე-5, მე-6 და მე-7 პუნქტებით განსაზღვრული წესები.
4.1.2 ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ის წარმოდგენის ვადა
მოთხოვნიდან 3 სამუშაო დღის ვადაში
7.2 ეტაპობრივი ან/და საბოლოო ანგარიშსწორების განხორციელების პირობები
- ანგარიშსწორება განხორციელდება საქონლის მიწოდების შემდეგ, შესაბამისი "მიღება-ჩაბარების" აქტ(ებ)ის გაფორმებისა და საქართველოს კანონმდებლობით დადაგენილი შესაბამისი დოკუმენტების წარმოდგენის შემდეგ. - ანგარიშსწორების ვალუტა - ლარი. - გადახდის ფორმა იქნება უნაღდო, გადარიცხვა მოხდება მიმწოდებლის საბანკო ანგარიშზე.
7.3 ეტაპობრივი ან/და საბოლოო ანგარიშსწორების განხორციელების ვადები
ანგარიშსწორება განხორციელდება ფაქტობრივად მოწოდებული შესყიდვის ობიექტის მიხედვით, საქონლის მიწოდების შემდეგ შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტ(ებ)ისა და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი დოკუმენტების წარმოდგენიდან 10 (ათი) სამუშაო დღის განმავლობაში.
8.1 ხელშეკრულების პროექტი
9.1 სატენდერო კომისიის აპარატის საკონტაქტო წევრის ვინაობა და მონაცემები
მაკა ზუბაშვილი, 595089191, m.zubashvili@gmail.com მაკა ზუბაშვილი, 595089191, m.zubashvili@gmail.com სატენდერო პირობებთან დაკავშირებით: რატი არჩუაძე 591 55 22 43
10.1 დამატებითი ინფორმაცია/დოკუმენტები
დამატებითი ინფორმაცია: • ერთიან ელექტრონულ სისტემაში ელექტრონულად შევსებული სატენდერო დოკუმენტაციის ველებში მოცემული პირობების შესახებ დამატებითი ინფორმაციისა და განმარტებების მოთხოვნა შესაძლებელია სისტემის შესაბამისი მოდულის მეშვეობით ან/და სატენდერო კომისიის აპარატის იმ წევრისგან, რომლის საკონტაქტო ინფორმაციაც მითითებულია სატენდერო დოკუმენტაციის 9.1 პუნქტის ველში; • შემსყიდველ ორგანიზაციასა და პრეტენდენტს შორის ნებისმიერი მიმოწერა მიმდინარეობს სისტემის შესაბამისი მოდულის მეშვეობით და სისტემის გამოყენების გარეშე მიმოწერა სავალდებულო არ არის. შეტყობინება ოფიციალურად მიღებულად ჩაითვლება მისი სისტემაში ატვირთვის მომენტიდან; • ელექტრონულად შევსებული სატენდერო დოკუმენტაციის პირობების ველებსა და ატვირთულ დოკუმენტებს შორის წინააღმდეგობის არსებობის შემთხვევაში უპირატესობა ენიჭება სატენდერო დოკუმენტაციის ველებს; • პრეტენდენტის მიერ სახელმწიფო შესყიდვის განხორციელების ნებისმიერ ეტაპზე, სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში ატვირთული ან შემსყიდველისთვის გადაცემული პერსონალური ინფორმაცია, საქართველოს შსს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის მიერ, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლებელია დამუშავდეს სახელმწიფო შესყიდვის მიზნებისთვის.
11.1 სატენდერო პირობების დამტკიცების შესახებ სატენდერო კომისიის სხდომის ოქმი