1.1 შესყიდვის ობიექტის დასახელება
ბურთულიანი უკუსარქველი
1.2 საქონლის ტექნიკური პარამეტრები/მომსახურების/სამუშაოს აღწერა (ტექნიკური დავალება), შესყიდვის ობიექტის რაოდენობა/მოცულობა
1 ბურთულიანი უკუსარქველი - 3 ცალი 1.1 კორპუსის მასალა თუჯი. 1.2 სარქველის ბურთულა მორეზინირებული 1.3 დიამეტრი - 250 მმ 1.4 შეერთების ტიპი - ფლანგი 1.5 ნომინალური წნევა - არანაკლებ 16 ბარი *სატენდერო დოკუმენტაცია შესაძლებლობას აძლევს პრეტენდენტს მითითებულ ფარგლებში თავად აირჩიოს შესყიდვის ობიექტის რომელიმე კონკრეტული ტექნიკური მახასიათებელი; შესაბამისად, პრეტენდენტმა ტექნიკურ დოკუმენტაციაში, აღნიშნული ფარგლების დაცვით დანართი №2-ის შესაბამის პოზიციებზე უნდა მიუთითოს შესყიდვის ობიექტის კონკრეტული, ზუსტი და არა სავარაუდო მახასიათებელი, რათა შემსყიდველ ორგანიზაციას შეექმნას სრული წარმოდგენა იმის შესახებ თუ კონკრეტულად რა მახასიათებლების მქონე საქონელს სთავაზობს პრეტენდენტი.
1.3 ფასების ცხრილი/ხარჯთაღრიცხვა
1.4 საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის/სამუშაოს შესრულების ვადა
მიმწოდებელმა საქონლის მიწოდება უნდა უზრუნველყოს ხელშეკრულების დადებიდან 60(სამოცი) კალენდარული დღის განმავლობაში.
1.5 საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის/სამუშაოს შესრულების ფორმა და ადგილი
1.5.1 საქონლის მიწოდების ადგილია - ქ. ბათუმი, შპს ,,ბათუმის წყალის" ადლიის გამწმენდი ნაგებობა; 1.5.2 საქონელი უნდა იყოს ახალი, ექსპლოატაციაში არმყოფი, უნდა იყოს დამზადებული ქარხნული წესით და ქარხნული შეფუთვით; 1.5.3 მიმწოდებელი საკუთარი ხარჯებით უზრუნველყოფს მიწოდებული საქონლის გადმოტვირთვას და შემსყიდველის მიერ მითითებულ ადგილზე დასაწყობებას.
1.7.1 მოთხოვნა საგარანტიო ვადის შესახებ
1.7.1.1 საქონლის ექსპლუატაციის საგარანტიო ვადა შეადგენს 12 (თორმეტი) თვეს, რომელიც აითვლება მხარეთა შორის მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების დღიდან; 1.7.1.2 საგარანტიო პერიოდში წუნის/დეფექტის გამოვლენის ან დაზიანების შემთხვევაში მიმწოდებლის მიერ შესყიდვის ობიექტი უნდა შეკეთდეს ან შეიცვალოს ახლით, შემსყიდველის შეტყობინების მიღებიდან 10 (ათი) სამუშაო დღის ვადაში, შემსყიდველის მხრიდან ყოველგვარი დამატებითი დანახარჯების გაწევის გარეშე.
2.1.1 მოთხოვნა შესყიდვის ობიექტის სასაქონლო ნიშანთან, პატენტთან, მოდელთან, წარმოშობის წყაროსთან ან/და მწარმოებელთან დაკავშირებით
2.1.1.1. პრეტენდენტმა აუცილებლად უნდა მიუთითოს ფასების ცხრილის შესაბამის ველში (დანართი №1) საქონლის წარმოშობის ქვეყანა და მწარმოებელი ან/და სასაქონლო ნიშანი. 2.1.1.2. პრეტენდენტის მიერ 2.1.1.1 ქვეპუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის წარმოუდგენლობა დაზუსტებას არ დაექვემდებარება და გამოიწვევს მის დისკვალიფიკაციას.
2.7.1 მოთხოვნა ლიცენზიასთან, აკრედიტაციასთან, სტანდარტებთან, ხარისხის შესაბამისობასთან და სხვ. დოკუმენტების შესახებ
2.7.1.1 პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი უნდა იქნას შემოთავაზებული საქონლის მწარმოებლ(ებ)ის სახელზე გაცემული ISO9001 სერთიფიკატ(ებ)ი.
2.9 სხვა დამატებითი მოთხოვნები
4.1.1 მოთხოვნა ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ის შესახებ
4.1.1.1 იმ შემთხვევაში, თუ ტენდერში ყველაზე დაბალი ფასის წინადადების მქონე პრეტენდენტის მიერ სისტემაში დაფიქსირებული საბოლოო ფასი 20%-ით ან მეტით დაბალი იქნება შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულებაზე, პრეტენდენტმა შემსყიდველი ორგანიზაციის წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე, უნდა წარმოადგინოს (სისტემაში ატვირთოს) ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დამადასტურებელი დოკუმენტი. 4.1.1.2 ფასწარმოქმნის ადეკვატურობა, შესაძლებელია დასაბუთდეს სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ ან/და სხვა იმ პირის მიერ, რომელშიც დასაქმებულია აკრედიტებული შემფასებელთა სერტიფიკაციის ორგანოს მიერ შესაბამის სფეროში სერტიფიცირებული შემფასებელი. სხვა პირის მიერ გაცემული საექსპერტო ან/და საშემფასებლო დასკვნა განხორციელებული უნდა იყოს და შეფასების ანგარიშზე/დასკვნაზე ხელი მოწერილი უნდა ჰქონდეს აკრედიტებული შემფასებელთა სერტიფიკაციის ორგანოს მიერ სერტიფიცირებულ შემფასებელს; პრეტენდენტის მიერ შეფასების ანგარიშთან/დასკვნასთან ერთად წარმოდგენილ უნდა იქნას აკრედიტებული შემფასებელთა სერტიფიკაციის ორგანოს მიერ შემფასებელზე გაცემული სერტიფიკატის ასლი (სერთიფიკატის გამცემი შემფასებელთა სერტიფიკაციის ორგანო აუცილებლად უნდა იყოს აკრედიტებული სსიპ ,,აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანო-აკრედიტაციის ცენტრი’’-ს მიერ). აღნიშნული დოკუმენტების წარმოუდგენლობა ან/და უარყოფითი დასკვნის წარმოდგენა გამოიწვევს შესაბამისი პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას. 4.1.1.3 ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ით უნდა დასტურდებოდეს სატენდერო პირობებით განსაზღვრული ვალდებულების შესრულების შესაძლებლობა როგორც პრეტენდენტის მიერ დაფიქსირებული სატენდერო წინადადების ფასთან (ფასების ცხრილის (განფასების) ჯამურ ღირებულებასთან), ასევე ფასების ცხრილის (განფასების) ერთეულ ღირებულებასთან მიმართებით. 4.1.1.4 ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დაუსაბუთებლობა მითითებულ ვადაში ან ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დამადასტურებელი დოკუმენტების შეუსაბამობა სატენდერო პირობებთან ან/და სატენდერო წინადადებასთან, გამოიწვევს პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას, ,,ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ’’ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის №12 ბრძანების 32-ე მუხლის 1-ლი პუნქტის ,,დ’’ ქვეპუნქტის საფუძველზე.
4.1.2 ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ის წარმოდგენის ვადა
მოთხოვნიდან 5 სამუშაო დღის ვადაში
7.2 ეტაპობრივი ან/და საბოლოო ანგარიშსწორების განხორციელების პირობები
მიმწოდებელთან ანგარიშსწორება განხორციელდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით ეროვნულ ვალუტაში. ანგარიშსწორება განხორციელდება ფაქტიურად მიწოდებული საქონლის შესაბამისად გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტის, სასაქონლო ზედნადების და საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) საფუძველზე,
7.3 ეტაპობრივი ან/და საბოლოო ანგარიშსწორების განხორციელების ვადები
ანგარიშსწორება განხორციელდება მიმწოდებლის მიერ ანგარიშსწოებისათვის საჭირო დოკუმენტაციის წარდგენიდან 10 (ათი) სამუშაო დღის ვადაში, მიმწოდებლის მიერ მითითებული რეკვიზიტების მიხედვით.
8.1 ხელშეკრულების პროექტი
9.1 სატენდერო კომისიის აპარატის საკონტაქტო წევრის ვინაობა და მონაცემები
ქრისტინე კალაძე, 557639556, qkaladze@gmail.com
10.1 დამატებითი ინფორმაცია/დოკუმენტები
1. პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილ სატენდერო წინადადებაში საერთო ფასი წარმოდგენილი უნდა იყოს მომსახურების გაწევასთან დაკავშირებული ყველა ხარჯისა და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ გადასახადების გათვალისწინებით. 2. სატენდერო დოკუმენტაციის იმ ნაწილში (ტექნიკური პირობები, ხარჯთაღრიცხვა, დანართი და სხვა), სადაც მითითებული იქნება სასაქონლო ნიშანი, მოდელი, წარმოშობის წყარო ან მწარმოებელი, იგულისხმება "მსგავსი" ან "ეკვივალენტური". 3. პრეტენდენტის მიერ სატენდერო წინადადების ან მისი შემადგენელი დოკუმენტის წარდგენა შესაძლებელია როგორც ქართულ, ასევე უცხო ენებზე. დოკუმენტის უცხო ენაზე წარდგენის შემთხვევაში, მას უნდა დაერთოს ნოტარიულად დამოწმებული თარგმანი ქართულ ენაზე. დოკუმენტთან დაკავშირებული სადავო საკითხ(ებ)ის გადაწყვეტისას უცხოენოვან დოკუმენტსა და მის ქართულ ენაზე შესრულებულ თარგმანს შორის პრიორიტეტის მინიჭების საკითხს წყვეტს სატენდერო კომისია. 4. სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში ატვირთული დოკუმენტები და/ან ინფორმაცია უნდა იქნას ელექტრონულად ხელმოწერილი შესაბამისად უფლებამოსილი პირის მიერ ან დამოწმებული კვალიფიციური ელექტრონული შტამპით, კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად, კერძოდ: პრეტენდენტი, „ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე ვალდებულია, სახელმწიფო შესყიდვებში ერთიან ელექტრონულ სისტემაში ასატვირთ ელექტრონულ დოკუმენტებზე შეასრულოს კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერა ან/და ეს დოკუმენტები დაამოწმოს კვალიფიციური ელექტრონული შტამპით (იხ. სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს რეკომენდაციები). 5. კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერა ან/და დასმული კვალიფიციური ელექტრონული შტამპი უნდა იყოს შესრულებული უფლებამოსილი ან მისი ნდობით აღჭურვილი (ნოტარიულად დამოწმებული მინდობილობის საფუძველზე) პირის მიერ. 6. სატენდერო პირობების შესახებ დამატებითი ინფორმაციისა და განმარტებების მიღების საშუალება და პროცედურა განისაზღვრება სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის №12 ბრძანებით დამტკიცებული "ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის“ მე-8 მუხლით დადგენილი წესის შესაბამისად. 7. წინამდებარე შესყიდვა ხორციელდება ,,სახელმწიფო შესყიდვის შესახებ" საქართველოს კანონისა და "ელექტრონული ტენდერის ჩატარების შესახებ წესის" სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის №12 ბრძანების შესაბამისად.
11.1 სატენდერო პირობების დამტკიცების შესახებ სატენდერო კომისიის სხდომის ოქმი