1.1 შესყიდვის ობიექტის დასახელება
კვების მომსახურება
1.2 საქონლის ტექნიკური პარამეტრები/მომსახურების/სამუშაოს აღწერა (ტექნიკური დავალება), შესყიდვის ობიექტის რაოდენობა/მოცულობა
თსსუ გ. ჟვანიას სახელობის პედიატრიის საუნივერსიტტეო კლინიკის პაციენტების კვების მომსახურება. მომსახურების გაწევის წესი: 1. მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს საქართველოს სურსათის ეროვნული სააგენტოს სურსათის ჰიგიენის ზოგადი მოთხოვნების დაცვა; 2. მიმწოდებლის მიერ მიწოდებული კერძები უნდა იყოს საკვებად ვარგისი და ჯანმრთელობისთვის უვნებელი (არ უნდა შეუქმნას საფრთხე ადამიანის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას). აღნიშნული პირობების დარღვევის შემთხვევაში შემსყიდველი უფლებამოსილია შეწყვიტოს ხელშეკრულება, მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული წესის შესაბამისად; 3. მიმწოდებლის მიერ დამზადებული/მოწოდებული კერძები და კვების პროდუქტები თავის გემოვნური თვისებებით უნდა შეესაბამებოდეს შესაბამის სტანდარტებს, უნდა იყოს საკვებად ვარგისი და ჯანმრთელობისთვის უვნებელი, რაზეც მიმწოდებელი პასუხს აგებს საქრთველოში მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით; 4. სავალდებულოა პირველადი დოკუმენტაციის არსებობა კვების ობიექტებში სურსათის შესყიდვის შესახებ, რითაც დადასტურდება სურსათის მიღება ქვეყანაში არსებული ნორმებით (წარმოშობის ან/და შესაბამისობის სერტიფიკატები, ხორცი და ხორცის პროდუქტების ვარგისიანობის დამადასტურებელი ცნობები); 5. დაუშვებელია ვადაგასული და საკვებად უვარგისი პროდუქტების მიწოდება; 6. საკვები უნდა მზადდებოდეს სანიტარული წესების სრული დაცვით (საქართველოს მთავრობის 2010 წლის 25 ივნისის N173 დადგინელება); 7. საკვების მიწოდება უნდა ხორციელდებოდეს ინდივიდუალური (პორციული) შეფუთვით, სრული ინდივიდუალური აღჭურვილობით (კოვზი, ჩანგალი, ჭიქა, ხელსახოცი და ა.შ.) და მიტანის სერვისით, ტემპერატურული რეჟიმისა და სხვა სანიტარული წესების მოთხოვნების დაცვით; 8. მომსახურება უნდა განხორციელდეს, ხელშეკრულების გაფორმებიდან, არაუადრეს 2026 წლის 01 იანვრიდან - 2026 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით, შემსყიდველის მოთხოვნის შესაბამისად, დღეში ოთხჯერ, პრეისკურანტში (დანართი 1) და ტექნიკურ დავალებაში მითითებული პირობების დაცვით; 9. მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს ოთხჯერადი კვების რაციონით უზრუნველყოფა ყოველდღიურად, დღეში ოთხჯერ, შემსყიდველის მიერ მოთხოვნილ საათებში და მითითებული რაოდენობების მიხედვით, წინასწარ შეთანხმებული გრაფიკის შესაბამისად; 10. შემსყიდველის მიერ შეტყობინება განხორციელდება ელექტრონულად ან სატელეფონო კომუნიკაციის მეშვეობით, მიმწოდებლის ოფიციალურ ელ.ფოსტის მისამართზე ან სატელეფონო ნომერზე; 11. მიმწოდებელმა მომსახურება უნდა უზრუნველყოს ყველა საჭირო ჭურჭლით და ინვენტარით. 12. თუ შეკვეთის შემდეგ მოხდა პაციენტების რაოდენობის ცვლილება, შემსყიდველი ვალდებულია მიმწოდებელს აცნობოს აღნიშნულის შესახებ გონივრულ ვადაში; 13. მოწოდებული პროდუქტი უნდა იყოს GMO-ს გარეშე; 14. შემსყიდველი უფლებას იტოვებს, ნებისმიერ დროს მოახდინოს მომსახურების გაწევის პირობების ინსპექტირება. შენიშვნა: პრეისკურანტის გარკვეულ პოზიციებზე, სადაც მითითებულია ორი სახის საკვები (ან/ან) მოთხოვნა შესაძლებელია განხორციელდეს, რომელიმე ერთის ან ორივე საკვების ერთად, კლინიკაში იმ დროისთვის არსებული პაციენტების ასაკისა და რაოდენობის შესაბამისად. მომსახურების გაწევისას დაცული უნდა იყოს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული, ასევე აღნიშნულ სფეროში მოქმედი, სტანდარტები და ნორმები. სატენდერო წინადადების ფასი: • გასაწევი მომსახურებისერთეულის ღირებულებები უნდა შეიცავდეს მიმწოდებლის ყველა ხარჯს და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ყველა გადასახადს. • გასაწევი მომსახურების ღირებულების წარმოდგენა დასაშვებია მხოლოდ ლარებში. • ხელშეკრულების ღირებულების თანხა, რომელიც განსაზღვრული იქნება 150000.00 ლარის ოდენობით აღებულია შესაძლო გასაწევი მომსახურებების მიხედვით, ხოლო ანაზღაურება "მიმწოდებელთან" განხორციელდება მის მიერ ფაქტობრივად გაწეული მომსახურებების მიხედვით, შესაბამისად ხელშეკრულების მოქმედების ვადის ამოწურვის მომენტისათვის ხელშეკრულების საერთო ღირებულებიდან გამოუმუშავებელი თანხა დარჩება "შემსყიდველთან" და იგი არ წარმოშობს მხარეებს შორის რაიმე დამატებით ვალდებულებებს. აუცილებელი პირობა: • პრეტენდენტის მიერ ერთიანი ელექტრონული სისტემის მეშვეობით წარდგენილი წინადადების ფასი არ უნდა აღემატებოდეს პრეისკურანტის სავარაუდო ღირებულებას და ელექტრონული ვაჭრობის შედეგად წინადადების ფასის კლება შესაძლებელია განხორციელდეს მხოლოდ პრეისკურანტის სავარაუდო ღირებულებასთან მიმართებაში • გასაწევი მომსახურებების ერთეულის ღირებულებები პოზიციების შესაბამისად პრეტენდენტის მიერ მითითებული უნდა იქნას პრეისკურანტში (დანართი #1) და არ უნდა აღემატებოდეს პრეისკურანტში ამავე პოზიციებზე დაფიქსირებულ ფასებს. ერეთულის ღირებულებების ჯამურმა ოდენობამ არ უნდა გადააჭარბოს 598,80 ლარს (დანართი #1 პრეტენდენტის მიერ ატვირთულ უნდა იქნას ერთიან ელექტრონულ სისტემაში). • ფასის კლების შემთხვევაში, ელექტრონულ სისტემაში დაფიქსირებული საბოლოო ფასიდან გამომდინარე საუკეთესო დაბალი ფასის მქონე პრეტენდენტის მიერ პრეისკურანტით გათვალისწინებული ერთეულის ღირებულებები დაკლებულ უნდა იქნას პროპორციულად ყველა პოზიციაზე, პრეისკურანტის სავარაუდო ღირებულებასა და სისტემაში დაფიქსირებულ პრეისკურანტის საბოლოო ღირებულებას შორის არსებული სხვაობიდან გამოთვლილი (გამოყვანილი) პროცენტის შესაბამისად. ამასთან თუ ელექტრონული ვაჭრობის შედეგად ერთიან ელექტრონულ სისტემაში დაფიქსირებული საბოლოო ფასიდან გამომდინარე გასაწევი მომსახურებების ერთეულის ღირებულებები დაჯდება მრავალნიშნა ათწილადი, პრეტენდენტი ვალდებულია აღნიშნული ღირებულებები შეამციროს და დაამრგვალოს მეასედებამდე, შესაბამისად შეამციროს პრეისკურანტის ჯამური ღირებულებაც.
1.3 ფასების ცხრილი/ხარჯთაღრიცხვა
1.4 საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის/სამუშაოს შესრულების ვადა
მომსახურება უნდა განხორციელდეს, ხელშეკრულების გაფორმებიდან, არაუადრეს 2026 წლის 01 იანვრიდან - 2026 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით, შემსყიდველის მოთხოვნის შესაბამისად, დღეში ოთხჯერ, ფასების ცხრილში (დანართი N1) და ტექნიკურ დავალებაში მითითებული პირობების შესაბამისად.
1.5 საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის/სამუშაოს შესრულების ფორმა და ადგილი
მომსახურება უნდა განხორციელდეს თსსუ-ს გ. ჟვანიას სახელობის პედიატრიის საუნივერსიტეტო კლინიკისთვის (მისამართი: ქ. თბილისი, გ. ჟვანიას ქ #11,15).
2.2.1 მოთხოვნა პრეტენდენტის გამოცდილების შესახებ
2.2.1.1 პრეტენდენტს უნდა გააჩნდეს 2022-2024 წლებში სამედიცინო დაწესებულებაში პაციენტების კვების მიწოდების/მომსახურების გაწევის გამოცდილება ჯამურად არანაკლებ 300 000 ლარის (ტენდერის სახელშეკრულებო ღირებულების ორმაგი ოდენობა) ღირებულების ფაქტობრივი შესრულება. წარმოდგენილი უნდა იქნას აღნიშნულის დამადასტურებელი დოკუმენტები (პრეტენდენტის მიერ გაფორმებული ხელშეკრულებ(ები)ა და მათი შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტები). იმ შემთხვევაში თუ, მომსახურების შესყიდვა განხორციელებული არის სახელმწიფო შესყიდვების შესახებ კანონის შესაბამისად (w.w.w. http://procurement.gov.ge/), ატვირთული დოკუმენტ(ებ)ის ნაცვლად შესაძლებელია, შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში წარმოდგენილი იყოს დოკუმენტაცია/ინფორმაცია სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემის საშუალებით ჩატარებული შესყიდვის საშუალების ნომრის (SPA /NAT/ /CMR ან სხვა, არსებობის შემთხვევაში) შესაბამისად. 2.2.1.2 პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს სარეკომენდაციო წერილი არანაკლებ ერთი სამედიცინო დაწესებულებიდან პაციენტების კვების მიწოდების/მომსახურების გაწევის შესახებ, ზემოაღნიშნულ პერიოდზე.
2.9 სხვა დამატებითი მოთხოვნები
* პრეისკურანტი (დანართი #1) წარმოდგენილი უნდა ოყოს Excel-ის ფორმატის ცხრილის სახით.
4.1.1 მოთხოვნა ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ის შესახებ
სავარაუდო ღირებულებასთან შედარებით საბოლოო ფასის 20%-ით ან მეტით კლების შემთხვევაში ფასწარმოქმნის ადეკვატურობა, შესაძლებელია დასაბუთდეს: საექსპერტო, აუდიტორული ან/და საშემფასებლო დასკვნით, რომელიც ადასტურებს პრეტენდენტის მიერ დაფიქსირებულ ფასად ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების შესაძლებლობას. პრეტენდენტის მიერ, დასკვნასთან ერთად, ასევე, წარმოდგენილი უნდა იქნას დასკვნის გამცემი პირის შესაბამისი უფლებამოსილების/აკრედიტაციის დამადასტურებელი დოკუმენტი.
4.1.2 ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ის წარმოდგენის ვადა
მოთხოვნიდან 3 სამუშაო დღის ვადაში
7.2 ეტაპობრივი ან/და საბოლოო ანგარიშსწორების განხორციელების პირობები
მიმწოდებელთან ანგარიშსწორება განხორციელდება ეტაპობრივად, გაწეული მომსახურების შესაბამისად, კლინიკის კონტროლის განმახორციელებელი პირ(ებ)ის დასკვნ(ებ)ის საფუძველზე შედგენილი მიღება-ჩაბარების აქტის წარმოდგენის შემდგომ. პრეტენდენტის მიერ შემოთავაზებული ფასი უნდა მოიცავდეს შესყიდვის ობიექტის მიწოდებასთან (მ.შ. ტრანსპორტირებასთან) დაკავშირებულ ყველა ხარჯს და კანონმდებლობით გათვალისწინებულ ყველა გადასახადს. ხარჯები, რომლებიც სატენდერო წინადადების ფასში არ იქნება გათვალისწინებული, არ დაექვემდებარება ანაზღაურებას. ანაზღაურება „მიმწოდებელთან“ განხორციელდება მის მიერ ფაქტობრივად მიწოდებული შესყიდვის ობიექტის შესაბამისად. ხელშეკრულების საერთო ღირებულებიდან დარჩენილი თანხა რჩება „შემსყიდველთან“ და იგი არ წარმოშობს მხარეებს შორის რაიმე დამატებით ვალდებულებებს.
7.3 ეტაპობრივი ან/და საბოლოო ანგარიშსწორების განხორციელების ვადები
ანგარიშსწორება განხორციელდება, 7.2 პუნქტით გათვალისწინებული საქონლის მიწოდების დამადასტურებელი დოკუმენტების წარმოდგენიდან არაუგვიანეს 30 (ოცდაათი) სამუშაო დღის განმავლობაში. შემსყიდველი მხარე დამატებით განმარტავს (სატენდერო წინადადების 7.3 მუხლის მიზნებისთვის), რომ თსსუ-ს გივი ჟვანიას სახელობის პედიატრიის საუნივერსიტეტო კლინიკის დაფინანსების წყაროს წარმოადგენს საკუთარი შემოსავლები, რომლის ძირითად წილს შეადგენს საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამიდან მიღებული თანხები.
8.1 ხელშეკრულების პროექტი
9.1 სატენდერო კომისიის აპარატის საკონტაქტო წევრის ვინაობა და მონაცემები
თამარ გოგოლაშვილი, 557151517, samedicino@tsmu.edu
10.1 დამატებითი ინფორმაცია/დოკუმენტები
✔ ელექტრონულ ტენდერთან დაკავშირებული ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია წარმოდგენილი უნდა იქნას ქართულ ენაზე. დოკუმენტების ან/და ინფორმაციის უცხოურ ენაზე წარმოდგენის შემთხვევაში მათ უნდა დაერთოს ნოტარიულად დამოწმებული ქართული თარგმანი. დავის შემთხვევაში უცხოენოვან დოკუმენტსა და მის ქართულ ენაზე შესრულებულ თარგმანს შორის, პრიორიტეტის მინიჭების საკითხს წყვეტს სატენდერო კომისია. ✔ ხელშეკრულების ფორმა და პირობები მოცემულია სატენდერო დოკუმენტაციაში, რომელიც ხელშეკრულების დადების მომენტისთვის დაზუსტდება სატენდერო წინადადების შესაბამისად. ✔ პრეტენდენტს არ აქვს უფლება წარმოადგინოს ალტერნატიული სატენდერო წინადადება. ✔ პრეტენდენტი, ტენდერში სატენდერო წინადადების წარდგენით, გამოხატავს თანხმობას სატენდერო დოკუმენტაციაში მოცემულ პირობებზე. ✔ თუ სატენდერო დოკუმენტაციაში და ფასების ცხრილში შესყიდვის ობიექტის ტექნიკური და ხარისხობრივი მაჩვენებლების აღწერისას გამოყენებული იქნება კონკრეტული სასაქონლო ნიშანი, მოდელი, პატენტი ან მწარმოებელი, ან სურათი, ასეთ შემთხვევაში აღნიშნული ინფორმაცია გულისხმობს „მსგავსის“ და „ეკვივალენტურის“ მნიშვნელობას, ხოლო პრეტენდენტი ვალდებულია წარმოადგინოს ტექნიკური დოკუმენტაციით განსაზღვრული შესყიდვის ობიექტის მსგავსი ან ექვივალენტური მახასიათებლების მქონე საქონელი. ✔ პრეტენდენტი ვალდებულია, მის მიერ შექმნილი, წინადადების სახით წარსადგენი დოკუმენტები დაადასტუროს კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერით ან/და დაამოწმოს კვალიფიციური ელექტრონული შტამპით, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
11.1 სატენდერო პირობების დამტკიცების შესახებ სატენდერო კომისიის სხდომის ოქმი