1.1 შესყიდვის ობიექტის დასახელება
შ.პ.ს. "რუხის რესპუბლიკური საავადმყოფოს" საჭიროებისთვის სხვადასხვა ხელსაწყოები და სახარჯი მასალები.
1.2 საქონლის ტექნიკური პარამეტრები/მომსახურების/სამუშაოს აღწერა (ტექნიკური დავალება), შესყიდვის ობიექტის რაოდენობა/მოცულობა
1 ჩაქუჩი "რეზინის თავით, რეზინის სახელურით 200-300 გრ" ცალი 1 2 ჩაქუჩი ხის ტარით 150გრ ცალი 2 3 ხერხი "მეტალის საჭრელი, ინდუსტრიული ზომა: 300 მმ მეტალის ან ალუმინის ტარით" ცალი 1 4 ხერხის პირი "მეტალის საჭრელი ხერხის სათადარიგო პირი სიგრძე: 30 სმ. სისქე: 0.2 სმ. სიმაღლე: 10 სმ. სამუშაო ზომა: 30 სმ." ცალი 10 5 სახეხი დისკი (ლითონის საფრიალებელი) "ზუმფარით 115 მმ x 22 მმ P 40" ცალი 15 6 ბურღების ნაკრები "ლითონზე სამუშაო. ზომები: 1 მმ -14 მმ" ცალი 2 7 ბურღების ნაკრები "ხეზე სამუშაო, ზომები: 1 მმ -14 მმ" ცალი 2 8 ლურსმნის ამოსაღები "სიგრძე: 910 მმ ბოლოვანას ზომები: 30 x 16.0 მმ ოვალური ბოლოვანა ნასვრეტით: ( 30°,68° )" ცალი 2 9 მკვნეტარა(კუსაჩკა) "დიაგონალურად მჭრელი ბრტყელტუჩა ზომა: 18-20სმ" ცალი 3 10 საჭრელი დისკი (ბალგარკის ქვა) Ø 125 მმ x 1 x 22.23 მმ ცალი 20 11 საჭრელი დისკი (ბალგარკის ქვა) Ø 125 მმ x 1,5 x 22.23 მმ ცალი 20 12 საჭრელი დისკი (ბალგარკის ქვა) ალმასის Ø 230 მმ x 22.23 მმ ცალი 5 13 საჭრელი დისკი (ბალგარკის ქვა) ალმასის Ø 125 მმ x 22.23 მმ ცალი 5 14 შურუპი თვითმჭრელი სიგრძე: 25 მმ, დიამეტრი: 3.5 მმ, (1000 ც.) კოლოფი 6 15 შურუპი თვითმჭრელი სიგრძე: 30 მმ, დიამეტრი: 3.5 მმ, (1000 ც.) კოლოფი 6 16 თვითმჭრელი (სემიჩკა) შურუპი მეტალის ბურთით "4.2 მმ * 13 მმ შეფუთვა: 100 ცალიანი ან მეტი" კოლოფი 2 17 შურუპი თვითმჭრელი სიგრძე: 35 მმ, დიამეტრი: 3.5 მმ. (1000 ც.) კოლოფი 6 18 შურუპი თვითმჭრელი სიგრძე: 40 მმ, დიამეტრი: 3.5 მმ. (1000 ც.) კოლოფი 5 19 შურუპი თვითმჭრელი სიგრძე: 50 მმ, დიამეტრი: 3.5 მმ. (1000 ც.) კოლოფი 5 20 შურუპი თვითმჭრელი (ბურღთავიანი) "თაბაშირ მუყაოს ფილების დასამაგრებლად 0.7 მმ-მდე სისქის ლითონის კონსტრუქციაზე სიგრძე: 25 მმ, დიამეტრი: 3.5 მმ. (1000 ც.)" კოლოფი 2 21 შურუპი თვითმჭრელი (ბურღთავიანი) "თაბაშირ მუყაოს ფილების დასამაგრებლად 0.7 მმ-მდე სისქის ლითონის კონსტრუქციაზე სიგრძე: 35 მმ, დიამეტრი: 3.5 მმ. (1000 ც.)" კოლოფი 2 22 შპატელი "უჟანგავი ფოლადის, რბილი ტარით, სიგანე: 8 სმ," ცალი 2 23 შპატელი "უჟანგავი ფოლადის, რბილი ტარით, სიგანე: 40 სმ," ცალი 2 24 გამჭედი დუბელი 6X35მმ-ზე, არანალებ 100 ცალი კოლოფი 2 25 გამჭედი დუბელი 8X35მმ-ზე, არანალებ 100 ცალი კოლოფი 2 26 სილიკონის თოფი ზომა 51 მმ, სიგრძე 300 მმ ცალი 1 27 ჩასახრახნი დუბელი (ლოკოკინა) პლასტმასის ცალი 300 28 სახრანისის თავაკი (ნასადკა) PH2 65mm ცალი 4 29 ელექტრო ბურღი დარტყმითი "სიმძლავრე: 710W; ვოლტაჟი: 220-230V; სიხშირე: 50Hz; ვაზნის დიამეტრი: Ø13მმ; სიჩქარე: 0-2900 ბრ/წთ; დარტყმის სიხშირე: 0-46400bpm; ბურღვა მეტალზე: 13mm; ბურღვა კონცენტრატზე: 13mm; ბურღვა ხეზე: 25mm; კომპლექტაცია: 13მმ ვაზნის გასაღები, სახელური" ცალი 1 30 პერფერატორი "შემავალი სიმძლავრე: 1250 W. ვოლტაჟი: 220V-240V~50-60Hz. სიჩქარე დატვირთვის გარეშე: 300-760 rpm. დარტყმის სიხშირე: 1950-4860 bpm. დარტყმის ძალა: 1-7J. ბურღვის დიამეტრი: ბეტონი 38 მმ, Core bit 100 მმ. კარბონის ჯაგრისი ავტომატური გათიშვით. კარბონის ჯაგრისის გაცვეთის ინდიკატორით. დამხმარე სახელურით. 2 ც. სატეხი/საჭრისით. 2 ც. საბურღით. კაბელის სიგრძე: არანაკლებ 4 მ" ცალი 1 31 უთო "პოლიპროპილენის მილების შედუღებისთვის ვოლტაჟი: 220~230v,50Hz. შემავალი სიმძლავრე: 800W±10% - 1500W±10%. თერმორეგულირება: 0 - 300 ° C. გაცხელების დრო: <15 წთ კომპლექტაცია: 6ც. გამაცხელებელი სოკეტი (20、25、32、40、50、63 მმ) 1 ც. ლენტი.1 ც. მილის საჭრელი. 1ც. ექვსწახნაგა გასაღები. 1ც. სახრახნისი. შეფუთვა: ლითონის ქეისი" ცალი 1 32 მილის ქანჩის გასაღები "არანაკლებ 1 ინჩის გადაჭერის შესაძლებლობით მასალა: მეტალი" ცალი 1 33 ექვსკუთხა სახრახნისის ნაკრები "ზომა: 1მმ-20მმ მასალა: CR-V. " ცალი 3 34 ვარსკვლავა სახრახნისის ნაკრები "მასალა: Cr-V ზომა: T10-T50 გრძელი სახელური ნაწრთობი ქრომირებული მეტალი" ცალი 3 35 ელექტრო მრგვალი ხერხი (ჩებურაშკა), სიხშირე: 50-60 hz ძაბვა: 220-240 V ხერხის დანა დიამეტრი: 180 მმ სიმძლავრე: 1350 W, ჩატვირთვის გარეშე RPM: 6000 RPM, ჭრის მაქსიმალური სიღრმე 90°-ზე: 65 მმ, ჭრის მაქსიმალური სიღრმე 45°-ზე: 45 მმ," ცალი 1
1.3 ფასების ცხრილი/ხარჯთაღრიცხვა
1.4 საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის/სამუშაოს შესრულების ვადა
საქონლის მიწოდება უნდა განხორციელდეს ეტაპობრივად, 2026 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით, შემსყიდველის მოთხოვნის შესაბამისად, მოთხოვნიდან არაუმეტეს 3 (სამი) სამუშაო დღის ვადაში.
1.5 საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის/სამუშაოს შესრულების ფორმა და ადგილი
საქონლის მიწოდების ადგილია ზუგდიდის მუნიციპალიტეტის რუხის ადმინისტრაციული ერთეული, შ.პ.ს "რუხის რესპუბლიკური საავადმყოფო".
1.7.1 მოთხოვნა საგარანტიო ვადის შესახებ
შესყიდვის ობიექტის საგარანტიო/ვარგისიანობის ვადა შეადგენს არანაკლებ 12 (თორმეტი) თვეს, მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების დღიდან (ექსპლუატაციაში შესვლის მომენტიდან), რომლის განმავლობაში რაიმე ნაკლის/დეფექტის გამოვლენის შემთხვევაში, „მიმწოდებელი“ ვალდებულია მიწოდებული „საქონლის“ წუნდების შესახებ წერილობითი შეტყობინების მიღებიდან არაუმეტეს 5 სამუშაო დღეში განახორციელოს წუნდებული „საქონლის“ შეცვლა “შემსყიდველის” მხრიდან რაიმე დამატებითი დანახარჯის გაწევის გარეშე.
2.1.1 მოთხოვნა შესყიდვის ობიექტის სასაქონლო ნიშანთან, პატენტთან, მოდელთან, წარმოშობის წყაროსთან ან/და მწარმოებელთან დაკავშირებით
პრეტენდენტმა უნდა მიუთითოს საქონლის წარმოშობის ქვეყნის და მწარმოებლის შესახებ ინფორმაცია ფასების ცხრილის მოთხოვნების შესაბამისად.
2.9 სხვა დამატებითი მოთხოვნები
2.9.1. მისაწოდებელი „საქონლის“ ხარისხი უნდა შეესაბამებოდეს სატენდერო წინადადებით წარმოდგენილ ინფორმაციას, უნდა შეესაბამებოდეს ფასების ცხრილში მითითებულ მახასიათებლებს, ასევე გათვალისწინებული უნდა იყოს ყველა ისე გარემოება, რამაც შეიძლება ხარისხზე გავლენა მოახდინოს. 2.9.2. საქონლის ტრანსპორტირება უნდა განხორციელდეს სანიტარულ–ჰიგიენური ნორმებისა და პირობების დაცვით. 2.9.3. შემოთავაზებული საქონელი უნდა იყოს ახალი, ექსპლუატაციაში არმყოფი, ნივთობრივად და უფლებრივად უნაკლო. 2.9.4. საქონელის შეფუთვა არ უნდა იყოს დაზიანებული, ხოლო წარწერები საქონელსა ან/და ეტიკეტ(ებ)ზე უნდა იყოს კითხვადი (ასეთის არსებობის შემთხვევაში).
4.1.1 მოთხოვნა ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ის შესახებ
4.1.1.1. იმ შემთხვევაში, თუ ტენდერში პრეტენდენტის მიერ სისტემაში დაფიქსირებული საბოლოო ფასი 20%-ით ან მეტით დაბალია შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულებაზე, მიმწოდებელი ვალდებულია დაასაბუთოს ფასწარმოქმნის ადეკვატურობა, რომელიც შესაძლებელია დასაბუთდეს შესაბამის სფეროში საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებამოსილების/აკრედიტაციის მქონე პირის მიერ გაცემული საექსპერტო ან/და აუდიტორული დასკვნით ან/და საშემფასებლო დასკვნით (პრეტენდენტის მიერ დასკვნასთან ერთად ასევე, წარმოდგენილი უნდა იქნას დასკვნის გამცემი პირის შესაბამისი უფლებამოსილების/აკრედიტაციის დამადასტურებელი დოკუმენტი) 4.1.1.2. ფასწარმოქმნის ადეკვატურობის 20%-ით მეტი ფასის კლების შემთხვევაში, დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ით ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების შესაძლებლობა უნდა დასტურდებოდეს როგორც პრეტენდენტის მიერ დაფიქსირებული წინადადების ფასთან (ხარჯთაღრიცხვის ჯამურ ღირებულებასთან), ასევე ხარჯთაღრიცხვის ერთეულებთან მიმართებით.
4.1.2 ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ის წარმოდგენის ვადა
მოთხოვნიდან 3 სამუშაო დღის ვადაში
7.2 ეტაპობრივი ან/და საბოლოო ანგარიშსწორების განხორციელების პირობები
ანგარიშსწორება განხორციელდება ფაქტიურად მიწოდებული შესყიდვის ობიექტის მიხედვით, უნაღდო ანგარიშსწორებით, ეროვნულ ვალუტაში - ლარში, მხარეებს შორის გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტის, მიმწოდებლის მიერ წარმოდგენილი სასაქონლო ზედნადებისა ან/და ანგარიშ-ფაქტურის (კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევაში) საფუძველზე.
7.3 ეტაპობრივი ან/და საბოლოო ანგარიშსწორების განხორციელების ვადები
ანგარიშსწორება განხორციელდება მიწოდებულ საქონელზე გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტების გაფორმებიდან არაუგვიანეს 30 (ოცდაათი) კალენდარული დღის განმავლობაში.
8.1 ხელშეკრულების პროექტი
9.1 სატენდერო კომისიის აპარატის საკონტაქტო წევრის ვინაობა და მონაცემები
დავით ხუნჯუა, 591445355, spa@rukhihospital.ge
10.1 დამატებითი ინფორმაცია/დოკუმენტები
10.1.1. სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში ატვირთული დოკუმენტები ან/და ინფორმაცია უნდა იქნას ელექტრონულად ხელმოწერილი შესაბამისად უფლებამოსილი პირის მიერ ან დამოწმებული კვალიფიციური ელექტრონული შტამპით, კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად, კერძოდ: პრეტენდენტი, „ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების საფუძველზე ვალდებულია, სახელმწიფო შესყიდვებში ერთიან ელექტრონულ სისტემაში ასატვირთ ელექტრონულ დოკუმენტებზე შეასრულოს კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერა ან/და ეს დოკუმენტები დაამოწმოს კვალიფიციური ელექტრონული შტამპით (იხ. სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს რეკომენდაციები). იმ შემთხვევაში, თუ ხელისმომწერი პირი არ არის წარმომადგენლობითი უფლებამოსილებით აღჭურვილი, პრეტენდენტმა სისტემაში უნდა წარმოადგინოს ხელისმომწერი პირის ხელისმოწერისათვის გაცემული მინდობილობა. 10.1.2. ტენდერთან დაკავშირებული ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია წარმოდგენილი უნდა იქნეს ქართულ ენაზე. დოკუმენტების ან/და ინფორმაციის უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში, მათ უნდა დაერთოს ნოტარიულად დამოწმებული თარგმანი ქართულ ენაზე. დავის შემთხვევაში, უცხოენოვან დოკუმენტსა და მის ქართულ ენაზე შესრულებულ თარგმანს შორის პრიორიტეტის მინიჭების საკითხს წყვეტს სატენდერო კომისია. 10.1.3. ალტერნატიული სატენდერო წინადადება არ განიხილება. 10.1.4. სატენდერო წინადადების ფასი გამოსახული უნდა იყოს ეროვნულ ვალუტაში - ლარში, შესყიდვის ობიექტის მიწოდებასთან დაკავშირებული მიმწოდებლის ყველა ხარჯის (მ.შ კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადები) გათვალისწინებით. 10.1.5. პრეტენდენტმა სატენდერო წინადადების ფასი, (კანონმდებლობით გაითვალისწინებულ შემთხვევბში) უნდა მიუთითოს დღგ-ს გათვალისწინებით. 10.1.6. პრეტენდენტი დაექვემდებარება დისკვალიფიკაციას, თუ მის მიერ არ იქნება წარმოდგენილი ფასების ცხრილი ან ფასების ცხრილი წარმოდგენილი იქნება განფასების გარეშე ან წარდგენილ ფასების ცხრილში განუფასებელი პოზიცი(ებ)ის რაოდენობა აღემატება განსაფასებელი პოზიციების 5%-ს. 10.1.7. ტენდერში მონაწილეობით პრეტენდენტი ეთანხმება სატენდრო დოკუმენტაციის ყველა იმ მოთხოვნას, რომელთა შესახებ ინფორმაციის წარმოდგენა ან/და სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში ატვირთვა არ არის სავალდებულო. 10.1.8. სატენდერო დოკუმენტაციის შესახებ დამატებითი ინფორმაციისა და განმარტებების მოთხოვნის საშუალება და პროცედურა განისაზღვრება სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის N12 ბრძანებით დამტკიცებული "ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის" მე-8 მუხლით დადგენილი წესის შესაბამისად.
11.1 სატენდერო პირობების დამტკიცების შესახებ სატენდერო კომისიის სხდომის ოქმი