1.1 შესყიდვის ობიექტის დასახელება
შ.პ.ს. "რუხის რესპუბლიკური საავადმყოფოს" საჭიროებისთვის სხვადასხვა სანტექნიკური მასალები.
1.2 საქონლის ტექნიკური პარამეტრები/მომსახურების/სამუშაოს აღწერა (ტექნიკური დავალება), შესყიდვის ობიექტის რაოდენობა/მოცულობა
1 კუთხე 90° "პოლიპროპილენის შიდა ხრახნით Ø 3/4" 40 2 კუთხე 120° პოლიპროპილენის Ø 3/4 100 3 კუთხე 90° პოლიპროპილენის Ø 3/4 გარე ხრახნით 30 4 კუთხე 90° პოლიპროპილენის Ø 1/2 25 5 კუთხე 120° პოლიპროპილენის Ø 1/2 25 6 დრეკადი მილი შემრევის Ø 1/2-80 სმ 40 7 დრეკადი მილი შემრევის Ø 1/2-100 სმ 20 8 მილი დრეკადი Ø 1/2 x 1/2 - 80 სმ 60 9 მილი დრეკადი Ø 1/2 x 1/2 -100 სმ 20 10 მილი დრეკადი Ø 1/2 x 1/2 -150 სმ 10 11 საკანალიზაციო მცოცავი მილი Ø 100 მმ 20 12 საკანალიზაციო მცოცავი მილი Ø 50 მმ 10 13 გადასაბმელი ქურო(მუფტა) პოლიპროპილენის, Ø 3/4 40 14 გადასაბმელი მუფტა შიდა ხრახნით Ø 3/4 40 15 მუფტა 1/2 თითბერის შიდა ხრახნით 20 16 გადამყვანი მუფტა პოლიპროპილენის, 32 მმ x 50 მმ 10 17 მუფტა პოლიპროპილენის, შიდა ხრახნით Ø 1/2 30 18 მუფტა პოლიპროპილენის, გარე ხრახნით Ø 1/2 30 19 გადასაბმელი მუფტა პოლიპროპილენის, Ø 50 მმ 20 20 გადასაბმელი მუფტა პოლიპროპილენის, Ø 1/2 20 21 გადამყვანი თითბერის, შიდა ხრახნით, Ø 1/2 x 3/4 40 22 სამკაპი Ø 50 მმ x 50 მმ, 90° 30 23 რეზინის შუასადები (ლიმონჩიკი) Ø 50 მმ 50 24 შუასადები(მანჟეტი) Ø 3/4 რეზინის 50 25 შუასადები(მანჟეტი) Ø 1/2 რეზინის 150 26 ხელსაბანის გოფრე 50 მმ 100 27 უნიტაზის გოფრე 100იანი 20 28 ფილტრი მეტალის ბადით PPR Ø20-იანი 90°C 30 29 ფილტრი მეტალის ბადით PPR Ø25-იანი 90°C 30 30 ფილტრი მეტალის ბადით PPR Ø32-იანი 90°C 30 31 პოლიპროპილენის ჩამხსნელი ქურო Ø20-იანი 50 32 პოლიპროპილენის ჩამხსნელი ქურო Ø25-იანი 50 33 PPR ქურო შიდა ხრახნით Ø20-მმX1/2 შიდა ხრახნით 50 34 PPR ქურო შიდა ხრახნით Ø25-მმX3/4 შიდა ხრახნით 50 35 თვისწორებადი იატაკი ფენის სისქე არანაკლებ: 1-20 მმ. • ხარჯი არანაკლებ : 1.5 კგ/მ² / 1 მმ მოცულობა 25 კგ 10 36 თაბაშირ–მუყაოს ფილა "თეთრი" "ტიხრების მოსაწყობად, ფერი თეთრი, ზომა: 2500 x 1200 x 12.5 მმ. " 15 37 თაბაშირ მუყაოს ფილა "მწვანე" "ნესტიან ადგილებში ტიხრების მოსაწყობად, ფერი მწვანე, ნესტგამძლე, ზომა: 2500 x 1200 x 12.5 მმ. " 10
1.3 ფასების ცხრილი/ხარჯთაღრიცხვა
1.4 საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის/სამუშაოს შესრულების ვადა
საქონლის მიწოდება უნდა განხორციელდეს ეტაპობრივად, 2026 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით, შემსყიდველის მოთხოვნის შესაბამისად, მოთხოვნიდან არაუმეტეს 3 (სამი) სამუშაო დღის ვადაში
1.5 საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის/სამუშაოს შესრულების ფორმა და ადგილი
საქონლის მიწოდების ადგილია ზუგდიდის მუნიციპალიტეტის რუხის ადმინისტრაციული ერთეული, შ.პ.ს "რუხის რესპუბლიკური საავადმყოფო".
1.7.1 მოთხოვნა საგარანტიო ვადის შესახებ
შესყიდვის ობიექტის საგარანტიო/ვარგისიანობის ვადა შეადგენს არანაკლებ 12 (თორმეტი) თვეს, მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების დღიდან (ექსპლუატაციაში შესვლის მომენტიდან), რომლის განმავლობაში რაიმე ნაკლის/დეფექტის გამოვლენის შემთხვევაში, „მიმწოდებელი“ ვალდებულია მიწოდებული „საქონლის“ წუნდების შესახებ წერილობითი შეტყობინების მიღებიდან არაუმეტეს 5 სამუშაო დღეში განახორციელოს წუნდებული „საქონლის“ შეცვლა “შემსყიდველის” მხრიდან რაიმე დამატებითი დანახარჯის გაწევის გარეშე.
2.1.1 მოთხოვნა შესყიდვის ობიექტის სასაქონლო ნიშანთან, პატენტთან, მოდელთან, წარმოშობის წყაროსთან ან/და მწარმოებელთან დაკავშირებით
პრეტენდენტმა უნდა მიუთითოს საქონლის წარმოშობის ქვეყნის და მწარმოებლის შესახებ ინფორმაცია ფასების ცხრილის მოთხოვნების შესაბამისად.
2.9 სხვა დამატებითი მოთხოვნები
2.9.1. მისაწოდებელი „საქონლის“ ხარისხი უნდა შეესაბამებოდეს სატენდერო წინადადებით წარმოდგენილ ინფორმაციას, უნდა შეესაბამებოდეს ფასების ცხრილში მითითებულ მახასიათებლებს, ასევე გათვალისწინებული უნდა იყოს ყველა ისე გარემოება, რამაც შეიძლება ხარისხზე გავლენა მოახდინოს. 2.9.2. საქონლის ტრანსპორტირება უნდა განხორციელდეს სანიტარულ–ჰიგიენური ნორმებისა და პირობების დაცვით. 2.9.3. შემოთავაზებული საქონელი უნდა იყოს ახალი, ექსპლუატაციაში არმყოფი, ნივთობრივად და უფლებრივად უნაკლო. 2.9.4. საქონელის შეფუთვა არ უნდა იყოს დაზიანებული, ხოლო წარწერები საქონელსა ან/და ეტიკეტ(ებ)ზე უნდა იყოს კითხვადი (ასეთის არსებობის შემთხვევაში).
4.1.1 მოთხოვნა ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ის შესახებ
4.1.1.1. იმ შემთხვევაში, თუ ტენდერში პრეტენდენტის მიერ სისტემაში დაფიქსირებული საბოლოო ფასი 20%-ით ან მეტით დაბალია შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულებაზე, მიმწოდებელი ვალდებულია დაასაბუთოს ფასწარმოქმნის ადეკვატურობა, რომელიც შესაძლებელია დასაბუთდეს შესაბამის სფეროში საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებამოსილების/აკრედიტაციის მქონე პირის მიერ გაცემული საექსპერტო ან/და აუდიტორული დასკვნით ან/და საშემფასებლო დასკვნით (პრეტენდენტის მიერ დასკვნასთან ერთად ასევე, წარმოდგენილი უნდა იქნას დასკვნის გამცემი პირის შესაბამისი უფლებამოსილების/აკრედიტაციის დამადასტურებელი დოკუმენტი) 4.1.1.2. ფასწარმოქმნის ადეკვატურობის 20%-ით მეტი ფასის კლების შემთხვევაში, დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ით ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების შესაძლებლობა უნდა დასტურდებოდეს როგორც პრეტენდენტის მიერ დაფიქსირებული წინადადების ფასთან (ხარჯთაღრიცხვის ჯამურ ღირებულებასთან), ასევე ხარჯთაღრიცხვის ერთეულებთან მიმართებით.
4.1.2 ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ის წარმოდგენის ვადა
მოთხოვნიდან 3 სამუშაო დღის ვადაში
7.2 ეტაპობრივი ან/და საბოლოო ანგარიშსწორების განხორციელების პირობები
ანგარიშსწორება განხორციელდება ფაქტიურად მიწოდებული შესყიდვის ობიექტის მიხედვით, უნაღდო ანგარიშსწორებით, ეროვნულ ვალუტაში - ლარში, მხარეებს შორის გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტის, მიმწოდებლის მიერ წარმოდგენილი სასაქონლო ზედნადებისა ან/და ანგარიშ-ფაქტურის (კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევაში) საფუძველზე.
7.3 ეტაპობრივი ან/და საბოლოო ანგარიშსწორების განხორციელების ვადები
ანგარიშსწორება განხორციელდება მიწოდებულ საქონელზე გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტების გაფორმებიდან არაუგვიანეს 30 (ოცდაათი) კალენდარული დღის განმავლობაში.
8.1 ხელშეკრულების პროექტი
9.1 სატენდერო კომისიის აპარატის საკონტაქტო წევრის ვინაობა და მონაცემები
დავით ხუნჯუა, 591445355, spa@rukhihospital.ge
10.1 დამატებითი ინფორმაცია/დოკუმენტები
10.1.1. სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში ატვირთული დოკუმენტები ან/და ინფორმაცია უნდა იქნას ელექტრონულად ხელმოწერილი შესაბამისად უფლებამოსილი პირის მიერ ან დამოწმებული კვალიფიციური ელექტრონული შტამპით, კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად, კერძოდ: პრეტენდენტი, „ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების საფუძველზე ვალდებულია, სახელმწიფო შესყიდვებში ერთიან ელექტრონულ სისტემაში ასატვირთ ელექტრონულ დოკუმენტებზე შეასრულოს კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერა ან/და ეს დოკუმენტები დაამოწმოს კვალიფიციური ელექტრონული შტამპით (იხ. სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს რეკომენდაციები). იმ შემთხვევაში, თუ ხელისმომწერი პირი არ არის წარმომადგენლობითი უფლებამოსილებით აღჭურვილი, პრეტენდენტმა სისტემაში უნდა წარმოადგინოს ხელისმომწერი პირის ხელისმოწერისათვის გაცემული მინდობილობა. 10.1.2. ტენდერთან დაკავშირებული ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია წარმოდგენილი უნდა იქნეს ქართულ ენაზე. დოკუმენტების ან/და ინფორმაციის უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში, მათ უნდა დაერთოს ნოტარიულად დამოწმებული თარგმანი ქართულ ენაზე. დავის შემთხვევაში, უცხოენოვან დოკუმენტსა და მის ქართულ ენაზე შესრულებულ თარგმანს შორის პრიორიტეტის მინიჭების საკითხს წყვეტს სატენდერო კომისია. 10.1.3. ალტერნატიული სატენდერო წინადადება არ განიხილება. 10.1.4. სატენდერო წინადადების ფასი გამოსახული უნდა იყოს ეროვნულ ვალუტაში - ლარში, შესყიდვის ობიექტის მიწოდებასთან დაკავშირებული მიმწოდებლის ყველა ხარჯის (მ.შ კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადები) გათვალისწინებით. 10.1.5. პრეტენდენტმა სატენდერო წინადადების ფასი, (კანონმდებლობით გაითვალისწინებულ შემთხვევბში) უნდა მიუთითოს დღგ-ს გათვალისწინებით. 10.1.6. პრეტენდენტი დაექვემდებარება დისკვალიფიკაციას, თუ მის მიერ არ იქნება წარმოდგენილი ფასების ცხრილი ან ფასების ცხრილი წარმოდგენილი იქნება განფასების გარეშე ან წარდგენილ ფასების ცხრილში განუფასებელი პოზიცი(ებ)ის რაოდენობა აღემატება განსაფასებელი პოზიციების 5%-ს. 10.1.7. ტენდერში მონაწილეობით პრეტენდენტი ეთანხმება სატენდრო დოკუმენტაციის ყველა იმ მოთხოვნას, რომელთა შესახებ ინფორმაციის წარმოდგენა ან/და სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში ატვირთვა არ არის სავალდებულო. 10.1.8. სატენდერო დოკუმენტაციის შესახებ დამატებითი ინფორმაციისა და განმარტებების მოთხოვნის საშუალება და პროცედურა განისაზღვრება სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის N12 ბრძანებით დამტკიცებული "ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის" მე-8 მუხლით დადგენილი წესის შესაბამისად.
11.1 სატენდერო პირობების დამტკიცების შესახებ სატენდერო კომისიის სხდომის ოქმი